ბაღში საბუთების მიტანის ბოლო ვადა ცნობილია
24-08-2025

საჯარო ბაღებში პირველად რეგისტრირებულ აღსაზრდელთა მშობლებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია: ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის ასლი და ა.შ. თუმცა კანონით, აღნიშნული საბუთების მიტანის ვადა შეზღუდულია და ეს უნდა მოხდეს სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, 10 დღით ადრე.

იქიდან გამომიდნარე, რომ თბილისში სააღმზრდელო წელი იწყება 15 სექტემბერს, მშობლებმა საბუთები 5 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ.

„რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე.

აუცილებელი დოკუმენტაციაა: 

დაბადების მოწმობის ასლი

2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა

მშობლების პირადობის მოწმობის ასლი 

აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე“, - განმარტებულია ოფიციალურ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203