
აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირების, ინსტიტუციური აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიონ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით შეიქმნა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის ამსახველი ელექტრონული პლათფორმა, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირების, ინსტიტუციური აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ვრცლად ეწვით ბმულს: https://reestri.eqe.ge/ka/search