როდის აესახებათ გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს ინფორმაცია „ესქულის“ ბაზაში - განმარტება
23-08-2025

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა ყველა გამოცდის შედეგი ცნობილია, აპლიკანტებს კი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადა 18 აგვისტოს 18:00 საათამდე ჰქონდათ. საბოლოო შეფასებები მალე გამოქვეყნდება.

ჩააბარა თუ არა მასწავლებელმა გამოცდა - რა შემთხვევაში შეუძლია დირექციას შედეგის ნახვა

კომპეტენციის დადასტურების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საბოლოო შედეგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწვდის, ხოლო მასწავლებლის სახლი შედეგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გაუგზავნის.

ტესტირებისას მიღებული ქულის ნახვა მხოლოდ გამოსაცდელს შეუძლია - არავის აქვს წვდომა ინფორმაციაზე, გავიდა თუ არა მოქმედი პედაგოგი გამოცდაზე ან რა შეფასება მიიღო. თუმცა კომპეტენციის დადასტურების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საბოლოო შედეგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწვდის, ხოლო მასწავლებლის სახლი შედეგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გაუგზავნის, რაც საბოლოოდ „ესქულის“ ბაზაში, სექტემბერში აისახება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203