
მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სამუშაო შეხვედრების სერია ჩატარდა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრების ძირითადი ამოცანა იყო იმ სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება/მხარდაჭერა, რომლებიც კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირველკლასელ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებენ.
მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევის თავისებურებებს, პირველად სკრინინგ ინსტრუმენტს, პრაქტიკაში მოსინჯეს სტრატეგიები და პრაქტიკული აქტივობები, რომელსაც 2025-2026 სასწავლო წელს პირველკლასელ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში ეფექტიანად გამოიყენებენ.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს 40-მდე საჯარო სკოლის 50 სპეციალისტი (ენისა და მეტყველების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სპეციალური მასწავლებლები).