
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება 14 აგვისტოს 10:00 საათიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო - გასაჩივრება 50 ლარი ღირს
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში კი თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.