„ვულოცავთ, უამრავ გამარჯვებას ვუსურვებთ სოფლის, სკოლის და ქვეყნის სასახელოდ!“-წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ
15-08-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დავით კილაძემ და ავთანდილ ჩანდიშვილმა, ბრწყინვალედ იასპარეზეს ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე.

ავთანდილ ჩანდიშვილმა IX კლასის მოსწავლეა, დავით კილაძე კი VIII კლასში სწავლობს. ახალგაზრდა ძალოსნების სახელზე არაერთი წარმატებაა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და უამრავ გამარჯვებას უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე მშობლიური სოფლის, სკოლის და ქვეყნის სასახელოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებას სიხარულით გვიზიარებენ:

დავით კილაძე - ევროპის ჩემპიონი!

  • ატაცი - ვერცხლი;
  • აკვრა - ოქრო;
  • ორჭიდი ოქრო.

ავთანდილ ჩანდიშვილი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორი!

  • ატაცი - ვერცხლი;
  • აკვრა - ოქრო;
  • ორჭიდი - ვერცხლი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203