
სექტემბერში ახალი სასწავლო წელი დაიწყება - თარიღი, 15 სექტემბერი - ზოგადი განათლების შესახებ კანონითაა განსაზღვრული და საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი ამ დროს იწყება, ხოლო თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
იქიდან გამომდინარე, რომ წელს 15 სექტემბერი ორშაბათია, სასწავლო წლის დაწყების თარიღს ცვლილება არ ეხება.
თუმცა დოკუმენტში ასევე გაწერილია, რომ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების განსხვავებული თარიღი.
საფუძველი კი რამდენიმეა:
ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;
გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.