
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც ცოდნის მშობლიურ კერას არ ივიწყებენ.
მეჩხეთურის საჯარო სკოლას ეწვია ამავე სკოლის კურსდამთავრებული - თამარ ნოზაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე - „საკომუნიკაციო სიხშირეების გამოსხივების ზეგავლენის შესწავლა ადამიანზე სხვადასხვა ფიზიკურ პირობებში“.
ლექცია მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
თემიდან გამომდინარე მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.