
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის, ახალგაზრდა სპორტსმენის - მირანდა ჩუტკერაშვილის მორიგი წარმატებით ხარობენ.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა - მირანდა ჩუტკერაშვილმა თბილისში მიმდინარე U20 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. აღნიშნულს გარდა, მან საქართველოს სარეკორდო სტანდარტი გააუმჯობესა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მირანდა ჩუტკერაშვილმა 69 კგ. წონით კატეგორიაში ქვეყნის რეკორდი ატაცში 1, აკვრაში 6, ორჭიდი კი 7 კილოგრამით გაზარდა, ასევე სარეკორდო გამოდგა მისი შედეგი 23 წლამდელთა შორისაც. ძალოსანმა აკვრაში 4, ორჭიდში კი 5 კილოგრამით გადააჭარბა სტანდარტს. დიდებში აკვრაში 1 კილოგრამით შეძლო ქვეყნის სარეკორდო სტანდარტის გაუმჯობესება.
სკოლაში კურსდამთავრებულს წამატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.