NAEC-ში ატესტატების მიტანის ვადა გახანგრძლივდა - რომელ აბიტურიენტებს ეხება მოთხოვნა, სია ცნობილია
15-08-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აბიტურიენტებს  ატესტატი 12 აგვისტომდე უნდა მიეტანათ, თუმცა ვადებმა გადაიწია 20 აგვისტომდე - ინფორმაციას NAEC უდასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ყველა აბიტურიენტზე. ატესტატის წარდგენა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტის ატესტატის მონაცემები არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.  შესაბამისად, მხოლოდ იმ აბიტურიენტებმა, ვის ბარათზეც აღნიშნული მოთხოვნაა მითითებული, უნდა წარადგინონ ატესტატის ასლი დადგენილ ვადაში. სხვა შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.

ატესტატის წარდგენა შესაძლებელია თქვენი რაიონის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. 

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა  20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაახანგრძლივა.
 
ამ ბმულზე მოცემულია იმ აბიტურიენტთა სია (საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით), რომლებსაც ევალებათ  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენა.
 
შეგახსენებთ,  რომ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აბიტურიენტი ვერ მიიღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას. 
 
აღნიშნული  დოკუმენტი უნდა მოიტანოს აბიტურიენტმა   შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203