საბავშვო ბაღების საყურადღებოდ! გამოცხადდა კონკურსი - ცვლილებები ავტორიზაციის საბჭოს ეხება
15-08-2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონული ფოსტის - jobs@eqe.ge - მეშვეობით, 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

შეირჩევა 11 კანდიდატი, რომლებიც შეიძლება იყვნენ „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტ(ებ)ი, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ავტობიოგრაფია (CV);

ცნობა სამუშაო ადგილიდან;

შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);

კანდიდატის წერილობითი თანხმობა კანდიდატად წარდგენის შესახებ (თუ განაცხადს წარმოადგენს იურიდიული პირი).

საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით. შესარჩევი კომისია კი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.

განაცხადის ფორმა და ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203