
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
დოკუმენტში გაწერილია, რომ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, არაქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ჩატარდება შეხვედრები; ასევე განახლდება სახელმწიფო ენის ნორმები, მომზადდება ქართული სალიტერატურო ენის განახლებული ნორმები.
ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს აღნიშნულია, რომ ჩატარდება ქართული ენის მართლწერის ტრენინგი სანოტარო სფეროში დასაქმებულთათვის.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.