ბაღის პერსონალის დამატებითი 3 ვალდებულება - ეთიკის ნორმებში ცვლილება შევიდა
14-08-2025

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებდადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ დაწესებულებებს ეხება.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ პერსონალმა უნდა შექმნას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცული, ინკლუზიური გარემო, „სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა“.

გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ: „პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა... პერსონალი პატივს სცემს ბავშვის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203