დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა- ნონა თოდუამ კომპეტენცია მეხუთე საგანში დაადასტურა
13-08-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

ამის ნათელი მაგალითია, სკოლის წამყვანი მასწავლებელი - ნონა თოდუა, რომელიც მეხუთე საგანში გახდა სერტიფიცირებული.

ნონა თოდუა წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი გახლავთ. ამჟამად მან მეხუთე საგანში - სამოქალაქო განათლებაში მოიპოვა სერტიფიკატი. გამოცდა მაქსიმალურ კრედიტზე - 10-ზე ჩააბარა.

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეთა განათლებას დიდი სიყვარულით ემსახურება. 

„ნონა გამოირჩევა არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭიერებით, არამედ აგრეთვე პასუხისმგებლობის გრძნობით. ეს გამოიხატება მის მიერ მუდმივ მცდელობაში ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილები - რესურსებით გამდიდრებული, მასტიმულირებელი კომენტარებით, სიყვარულით გაჯერებული და მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული. ვულოცავთ ნონა მასწავლებელს მორიგ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით სკოლის რიგიანად წარმოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203