NAEC-მა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა შემდეგ საგნებში:
უცხოური ენები, სამოქალაქო განათლება (VII-XII), ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის), საბაზო პროფესიული უნარები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, აზერბაიჯანული ენა, სომხური ენა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს
online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.