
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. ასევე ცნობილია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების ქულები შემდეგ საგნებში: დაწყებითი საფეხური - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV), დაწყებითი საფეხური - აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); დაწყებითი საფეხური - სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); დაწყებითი საფეხური - რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV), ბუნებისმეტყველება (I-VI), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI).
მასწავლებელთა 7 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - დეტალები
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.