
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტით განისაზღვრა პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველი. ეს გახლავთ:
ა) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება;
გ) დამსაქმებლის მიერ გაცემულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებში, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, განვითარებისა და ინტერვენციის ცენტრებში და ა.შ. სააღმზრდელო ან/და სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა, შესაბამისი სამუშაო აღწერილობით.
გარდა ამისა, ცვლილება შეეხო რანჟირებასაც. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ: „რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ წესის მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორივე გამოცდა და წარმოდგენილი აქვს ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი/ცნობა“.