ქვემო არქევნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას საზაფხულო სკოლის ფორმატშიც სწავლობენ 
12-08-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლება ორ - ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე მიმდინარეობს. გარდა სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე გაკვეთილებისა, სკოლა საზაფხულო სკოლის ფორმატშიც სთავაზობს მოსწავლეებს ქართულ ენის გაღრმავებულ სწავლებას.

მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია A2 დონის ქართული ენის კურსი, რომელსაც პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი უძღვება. 

სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ აქტივობებს და პრაქტიკულ დავალებებს, რაც სწავლას უფრო საინტერესო და შედეგიანს ხდის.

სკოლის დირექტორის აიდა მამედოვას თქმით, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ სახელმწიფო ენა, ასეთი მიდგომა კი მათ ეხმარება ენის ხარისხიანად შესწავლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203