ლედგებეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგები აჩვენეს 
12-08-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. სკოლის აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

წელს, ლედგებეს საჯარო სკოლა ცხრა მე-12 კლასელმა დაამთავრა, 8 გამოცდებზე გავიდა და საამაყო შედეგებიც აჩვენა. 

ინგლისური ენა 70; 68; 67; 64 და ასე შემდეგ. ქართული ენა/ლიტერატურა -  60; 58; 56 და ა.შ. - ასეთია კურსდამთავრებულთ ქულები. 

უმაღლესი ქულები კი დამსახურეს - ანა ნაჭყებიამ, რომელმაც ინგლირურ ენაში 70-დან 70 ქულა აიღო. ანასტასია წოწორიამ, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 60-დან 60 ქულა მოიპოვა, უმაღლესი შეფასება აქვს მას ლიტერატურის გამოცდაშიც (60-დან 60). 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან პედაგოგები - თამილა შულაია, რომელიც ამავე დროს სკოლის დირექტორი გახლავთ და მზევინარ სიორდია. მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი კი ფატი ბაღდავაძეა.

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ, ამაყობენ კურსდამთავრებულთა წარმატებით და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ამ წარმატებას ლედგებეს საჯარო სკოლის თითოეულ კურსდამთავრებულს, მასწავლებელსა და მშობელს. ვუსურვებთ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203