
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.
სკოლის მოსწავლეებმა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში დაუვიწყარი დღეები გაატარეს და საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები აქაც წარმატებით წარმოაჩინეს.
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მიღებული ცოდნისა და უნარების შემოწმებისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა: მოხალისეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ იარაღის დაშლა- აწყობაში;
ტოპოგრაფიისა და ნავიგაციის მიმართულებით ინსტრუქტორების ჩართულობით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები;
საინჟინრო უნარებისა და პირველი სამედიცინო დახმარების მიმართულებით შეავსეს თეორიული ტესტები, რომლებიც ცოდნის გააზრებასა და დამახსოვრებაზე იყო ორიენტირებული;
შეჯიბრების შედეგების მიხედვით
I ადგილი ერგო ქუთაისის №24 საჯარო სკოლის გუნდის, რომლის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და მედლები.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი გახლავთ სამხედრო საქმის მასწავლებელი გიორგი გიგა ბარათაშვილი
„ისევ საუკეთესოები! ვულოცავთ ჩვენს მოხალისეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც უამრავ წარმატებას! მადლობა, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, ახალგაზრდებისთვის მოწყობილი დაუვიწყარი დღეებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: