ფლევის საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნორა ტეფნაძე წარადგინა
11-08-2025

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, „მასწავლებლის ეროვნულ პრემია 2025-ზე“ წარდგენილია  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნორა ტეფნაძე.

1 ივლისს მასწავლებლის ჩატარებულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა აბაზაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ქეთევან გელაშვილი, სპმთს-ს ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზიზი ინეზა ელისაშვილი, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სათემო საზოგადოება.

ფლევის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა სტუმარს და წარმატებას უსურვებს ღირსეულ კანდიდატურას - ნორა ტეფნაძეს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.

წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს დაწესდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203