ბეკამის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლიდან STEM ლაბორატორია გაიხსნება
11-08-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან STEAM კლუბი გაიხსნება, რომელსაც ისტ-ის პედაგოგი ნატო სომხიშვილი უხელმძღვანელებს. 

ნატო სომხიშვილმა უკვე წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, მოხვდა იმ 200 მასწავლებელს შორის ვინც გახდა „STEAM კლუბის მენტორი“.

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეებს ექნებათ წვდომა ინოვაციურ განათლებაზე და საბუნებისმეტყველო საგნებს უკეთ შეისწავლიან. 

ვულოცავთ, ჩვენს სკოლას სასწავლო პროგრამაში გამარჯვებას.

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლას ექნება STEM ლაბორატორია, სადაც ადგილი დაეთმობა STEM დავალებების პრაქტიკაში დანერგვის მეთოდებს სხვადასხვა საგნის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა) ინტეგრირებულ მეთოდებს.

„უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ისტ-ის პედაგოგს - ნატო სომხიშვილს, მისი აქტიური მონაწილეობის შედეგია ეს გამარჯვება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს. ჩვენ არ ვჩერდებით... “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203