
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათი აზრის გათვალისწინებულია, სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობა კი წახალისებული.
ამის ნათელი დასტურია, 2024 -2025 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც სპეციალურად მოსწავლეთა მშობლებისთვის გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები, გამოწვევები და მიღწევები, როგორც აკადემიური, ასევე არაფორმალური კუთხით.
მშობლები დეტალურად გაეცნენ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელებულ არაერთ ღონისძიებას. დადებითად შეფასდა სასკოლო საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობა და მიღებული შედეგები, ასევე გამოიკვეთა პრობლემები და დაისახა სამომავლო გეგმები.
სკოლაში მშობლების აქტიურობა ახარებთ.
„მადლობას ვუხდით ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.