ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ტურაშვილი ლიტრატურულ კონკურსში საუკეთესო ნოველის ავტორი გახდა
11-08-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ქეთი ტურაშვილის აკადემიური წარამტებით ხარობენ. 

IX კლასის მოსწავლემ ანა კალანდაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „საქართველოო ლამაზო“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და საუკეთესო ნოველის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები აიკინძა და წიგნად გამოიცა. 

წარმატებული მე-9 კლასელი 30 ივნისს, ქალაქ რუსთავში, აკადემიურ ქალაქში გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა.

ქეთი ტურაშვილის პედაგოგი: ნ. ტერტერაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეს კონკურსზე გაბსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203