
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
მათ შორის მოსწავლეები, გორის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდნენ გორის საზოგადოებრივ კოლეჯ „ამაგის“.
კოლეჯის დირექტორმა და კურსის ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებთან ისაუბრეს თავიანთი პროგრამების შესახებ, ასევე როგორ ხდება სასწავლებელში თეორიული და პრაქტიკული მასალის შესწავლა. ისაუბრეს თუ რამდენად აქვთ დასაქმების შესაძლებლობები მათ კურსდამთავრებულებს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს: კომპიუტერების, სტომატოლოგის, ქიმიის, ექთნის, მასაჟის და ვეტერინარის კაბინეტები, სადაც ხდება პრაქტიკული სამუშაოების შესრულება. ქიმიის კაბინეტში ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტები, რაც მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მასპინძლები შეხვედრის ბოლოს სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ.
სკოლაში კოლეჯის წარმომადგენლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
„ძალიან დიდი მადლობა „ამაგის“ დირექციას და პროგრამის ხელმძღვანელებს საინტერესო მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: