
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შედეგები განსაკუთრებით სასიხარულო იმ აბიტურიენტებისთვისაა, რომელთაც მაქსიმალური ქულები მოიპოვეს. ერთ-ერთია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელენე თოდუა, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდაზე მაქსიმალური 70-დან 70 ქულა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ელენეს ინგლისურ ენას ასწავლიდა ინგლისური და გერმანული ენების წამყვანი მასწავლებელი იზოლდა დანელია. ელენეს დამატებით სწორედ იზოლდა დანელია ამეცადინებდა.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევით და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას ყველას - ელენეს, მის მშობლებს, უახლოეს ადამიანებს, იზო მასწავლებელსა და სასკოლო საზოგადოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.