
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებიით დაასრულეს და სასურველი შედეგებიც მოიპოვეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლიზი ბოლქვაძის შედეგი, რომელაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 60-დან 57 ქულა მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლეებლსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„თხინვალის საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიზი ბოლქვაძის შედეგი ქართულში 60 ქულიდან მიიღო 57 ქულა. წარმატებული და ბედნიერი მომავალი მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.