„ვამაყობთ კურსდამთავრებულთა წარმატებით“ - ახალქალაქის N4 სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა შედეგებით ხარობენ
08-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. ახალქალაქის N4 საჯარო სკოლიდან ეროვნულ გამოცდებზე 21 აბიტურიენტი გავიდა, რომლებსაც სკოლაში გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. 

გამოცდები 21-ივემ ჩააბარა, უმეტესობამ მაღალი შეფასებებიც მოიპოვა. ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კარახანიანი და პედაგოგები მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ, ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ მომავალსა და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ. 

„ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი და  მთელი პედკოლექტივი ამაყობს მოსწავლეების წარმატებით და ულოცავს მათ გამოცდაზე მიღებულ შედეგს. შემდეგ ეტაპზე კი დიდ წარმატებას ვუსურვებთ“ - აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა შედეგებს გვიზიარებენ. 

  1. ანა დავთიან -63;
  2. სუსანნა ბაღდასარიან -63;
  3. ანი ანტონიან- 56;
  4. ეთერა კრჯაციან -55;
  5. სვეტლანა ალვარიან -53;
  6. ნორაირ ჰაკობიან 49;
  7. ლალა ჩოლახიან- 40;
  8. ნარინე ინდიან - 45;
  9. ჟორიკ უნანიან - 26;
  10. იურა პეტროსიან- 25;
  11. სერგეი მანველიან- 40;
  12. რობერტ ნერსესიან - 39;
  13. გეღეც ქურდოღლიან - 47;
  14. აშოთ მანასიან - 29;
  15. გრიშა ნაჰატაკიან -39;
  16. მონიკა სარკისიან -33;
  17. ანი ფამბუხჩიან - 40;
  18. ლიანა ფამბუხჩიან - 42;
  19. ალბერტ გაბელიან - 28;
  20. ნანე-შირინიან - 38;
  21. ოფელია ქოჩოიან- 40.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203