ვის ეკრძალება მეორე სამსახურში მუშაობა და ეხებათ თუ არა კანონი პედაგოგებს
08-08-2025

პირველი ნოემბრიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. პირს, რომელსაც ექნება ამგვარი შეუთავსებლობა, არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება მოუწევს, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობა და მოუწევს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს აღებული ანაზღაურება.

საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ საჯარო დაწესებულებებს, დეფიციტურ საქმიანობებს, ფუნქციებს, რომელთა შემსრულებლებსაც ექნებათ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობა, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203