70-დან 70 ქულა - ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის - მარიამ რობაქიძის ბრწყინვალე შედეგი ინგლისური ენის გამოცდაზე
07-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შედეგებით განსაკუთრებით ის აბიტურიენტები ხარობენ, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მოიპოვეს. ერთ-ერთია ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ რობაქიძე, რომელაც ინგლისური ენის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარებას უსურვებენ. ახლა კი უკვე უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ელოდებიან და აღზრდილს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები 1-ელ, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203