ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა, რომელიც რამდენიმე საჯარო სკოლას შეეხო.
ბრძანების მიხედვით:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის – ნოდარ დუმბაძისა და სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლის სახელი;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლას მიენიჭოს დავით აღმაშენებლის სახელი;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე.