„ვუსურვებთ, აღმავლობას არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ცხოვრებაშიც“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
07-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლიდან გამოცდებზე 10 კურსდამთავრებული გავიდა, რომელთაც სკოლაში გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. 

მოსწავლეებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი შედეგებიც აჩვენეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 2024-2025 სასწავლო წელი სკოლისთვის მეტად ნაყოფიერი იყო. სკოლამ შეგნებული და ინტელექტუალური თაობა აღზარდა. წელს სკოლას 18 კურსდამთავრებული დაემშვიდობა, რომელთაგან 10-მა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი და პედაგოგები ულოცავენ კურსდამთავრებულებს დამსახურებულ წარმატებას. 

„ვულოცავთ და ვუსურვებთ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას, აღმავლობას არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ცხოვრებაშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203