„გვჯერა, შემდგომშიც ბევრ სიხარულს მოგვანიჭებ“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანა სალუქვაძეს ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგები აქვს
06-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შედეგებით განსაკუთრებით ის აბიტურიენტები ხარობენ, რომლებმაც გამორჩეულად მაღალი ქულები მოიპოვეს. ერთ-ერთია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა სალუქვაძე.

მან ოთხი გამოცდა ჩააბარა და ოთხივეში მაღალი შეფასება დაიმსახურაა:

  • ქართული ენა და ლიტრატურა - 54 ქულა;
  • უცხოური ენა - 69 ქულა;
  • ისტორია - 54 ქულა;
  • ლიტერატურა - 51 ქულა.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და მას ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებები და უფლება არ გვაქვს, არ აღვნიშნოთ, ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსნის - ანა სალუქვაძის წარმატებული შედეგები.

სკოლის სახელით ვულოცავთ ანას მიღწეულ შედეგს, რაც ასე ძალიან გვახარებს.

გვჯერა, შემდგომშიც ბევრ სიხარულს მოგვანიჭებ და შენი სკოლა ყოველთვის იამაყებს წინ გადადგმული ყველა ნაბიჯით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203