„მათი წარმატება, ხომ სკოლის წარმატებაა“- დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ
06-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და დირექცია და პედაგოგები, რომლებიც მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, სიამაყით აღავსეს. 

სკოლაში აბიტურიენტთა წარმატებით ხარობენ და მათ საურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარებას უსრვებენ. 

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მაღალი შედეგებით. მოსწავლე-მასწავლებლების ნაყოფიერმა ურთიერთთანამშრომლობა და ძალისხმევამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო - მათი წარმატება, ხომ თავად სკოლის წარმატებაა“.

გულით, გილოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, წარმატებას გისურვებთ, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, დაე იყოს სავსე წარმატებით, შესაძლებლობებითა და აღმოჩენებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203