ვანთის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ
06-08-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ამაყობენ. 

პედაგოგები, დირექტორის გია კირვალიძის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ, რომ  მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. დღეს კი მრავალწლიანი შრომის ნაყოფს იმკიან, სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლს დირექტორი და მთელი პედკოლექტივი სიამაყით სავსენი არიან, მათმა 6 კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.

სკოლის დირექტორი გია კირვალიძე აღნიშნავს, რომ მათმა შრომამ შედეგი გამოიღო, სკოლა მცირეკონტიგენტიანია და თითქმის ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სწავლებაა, მაღალკვალიფიციური პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლებას მისცენ და ღირსეულ პიროვნებებად აღზარდონ, რაც დაფასებულია და სიხარულის განცდას იწვევს თვითეულ მათგანში. 

„ბატონი გია ამაყობს და ახალგაზრდებს დიდ წარმატებას უსურვებს, დიდი სურვილი აქვს რომ წარმატებული პროფესიონალები გაიზარდონ, იყვნენ კეთილსინდისიერები ასახელონ სკოლა, ოჯახი, სოფელი და ყველაზე მთავარი სამშობლო. გადალახონ ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა დაბრკოლება  იცხოვრონ, იშრომონ და სიამაყით იარონ წინ, მომავლისკენ!“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203