„მადლობა, ნდობისა და აღიარებისთვის“- ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი პროფესიულ განვითარებას STEAM ბანაკში აგრძელებს 
07-08-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, გაიხსნება STEAM კლუბი, როემლსაც სკოლის დირექტორი თამარი ფარასტაშვილი უხელმძღვანელებს. 

თამარ ფარასტაშვილმა წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, 200 მასწავლებელს შორის მოხვდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ გადამზადებას გადის. 

„ინტენსიური და საინტერესო ვებინარების შემდეგ, 200 ლიდერ მასწავლებელს შორის მოვხვდი და STEAM ბანაკში გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებას!

რაც მთავარია, ამის შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს მიიღებს უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას STEAM მიმართულებით, რაც ჩვენს მოსწავლეებს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს მისცემს!

მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროექტის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერებს, ქალბატონ მარეხ მაზანაშვილსა და ბატონ უტა კილასონიას, ამ ნდობისა და აღიარებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203