„მრავალჯერ გესახელებინოს ბრეძა და საქართველო“- ბრეძის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის, ახალგაზრდა მეცნიერის - თენგიზ შუბითიძის წარმატებით ამაყობენ
07-08-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

დირექცია, ამჯერად სკოლის წარმატებულ კურსდამთავრეულს - ახალგაზრდა მეცნიერს - თენგიზ შუბითიძეს გვაცნობს. 

თენგიზ შუბითიძეა, სამთო ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის და წიაღისეულის განვითარების ლაბორატორიის სპეციალისტია, ამავე დროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტის მაგისტრატურაზე სწავლობს. წარმატებული სტუდენტი სამთო ინსტიტუტში ლექტორის რეკომენდაციით დასაქმდა, სამეცნიერო საქმიანობა კი სკოლიდან აინტერესებდა, დღს მიზნებსა და ოცნებებს ფრთებს ასხამს. 

ახლახან კი, არემჯი-ის საგანმანათლებლო პროგრამაში - „ახალგაზრდა მეცნიერი“ გაიმარჯვა. პროექტში გამარჯვება ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს.

პროგრამაში ის კონკურსის გზით მოხვდა და სამთო ინსტიტუტიდან გამარჯვებულებს შორის მოხვედრა, მხოლოდ ორმა ახალგაზრდა მეცნიერმა მოახერხა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ თენგიზ შუბითიძეა

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლე, ბრეძის ადმინისტრაციული ერთეულის გამორჩეული ახალგაზრდა, უკვე მეცნიერმუშაკი - თენგო შუბითიძე! საამაყო ბიჭი ხარ, კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებ, რამეთუ გარკვეული წვლილი ჩვენც, ბრეძის პედაგოგებსაც მიგვიძღვის შენს კარიერაში, მრავალჯერ გესახელებინოს ბრეძა და საქართველო“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულის დიდ გულშემატკივრებად და მრარდამჭერებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203