აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
07-08-2025

დასრულდა საერთაშორისო eTwinning პროექტი -„Youth for a better future“, რომელიც განხორციელდა ევროპული სკოლების პლატფორმაზე - European School Education platform. პროექტში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი მარინა ქაწაშვილი. 

პროექტში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები საქართველოდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან. პროექტის დამფუძნებელი გახლდათ- ხათუნა ასანიძე, თანამდამფუძნებელი - Loretana Luca(Romania).

პროექტი - „ახალგაზრდობა უკეთესი მომავლისთვის“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 9-15 წლის მოსწავლეებმა გაიარეს აქტივობების სერია, რაც მათ დაეხმარა გაგეოთ თავიანთი როლი უკეთესი, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობაში. ევროპული ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თანასწორობა და სოლიდარობა, არის საერთო პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს გაზიარებული და დაცული მდგრადი და განვითარებადი საზოგადოების შესაქმნელად. პროექტი აერთიანებდა შემოქმედებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, რაც დაეხმარა ახალგაზრდებს ღირებულებების გააზრებასა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების გზების პოვნაში.

სკოლაში მადლობას უხდიან ხათუნა ასანიძესა და პროექტის თანამდამფუძნებელს - Loretana Luca-ს საინეტრესო პროექტისთვის. 

„მადლობა ქალბატონ ხათუნა ასანიძე და ქალბატონ Giuli Butkhuzi-ს, რომ მოგვცა შესაძლებლობა პროექტში მონაწილეობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203