
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ამჟამად მოსწავლეები უნივერსიტეტში ჩარიცხვების მოლოდინში არიან.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და ახალგაზრდების გასამხნევებლად მათი „ბოლო ზარის“ ამსახველ ვიდეორგოლს აზიარებენ.
„გუმბათის საჯარო სკოლის 2025 წლის ბოლო ზარი სრულად. ჩვენი საოცარი მოსწავლეების საოცრად შესრულებული ნომრები. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან. წარმატებები თითოეულ მათგანს“,- ვკითხულობთ წერილში, რომელიც ვიდეორგოლს ახალავს.
იხილეთ ვიდეო: