
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ. მათ შორისაა მე-11 კლასის მოსწავლე, ანანო გურჩიანი, რომელმაც High School of Georgia-ს ზაფხულის ბანაკში დაუვიწყარი დღეები გაატარა.
High School of Georgia-ს ზაფხულის ბანაკი 27-28-29-30 ივნისს ჩატარდა და მისი თემა იყო: მეწარმეობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექციები:
ბოლო დღეს მონაწილეებმა მოამზადეს და წარადგინეს საკუთარი იდეები, რომლებზეც გუნდურად მუშაობდნენ.
პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის სასწავლო შემართება და მას წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ანანოს ამ მიღწევას! წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში.