
წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის მნიშვნელოვან აკადემიურ წარმატებას აღნიშნავენ. ნინი ჯოყილაძემ ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის, TOEFL-ის ფინალურ ტურში მაქსიმალური, 900-დან 900 ქულა დააგროვა.
ეს მიღწევა არა მხოლოდ მოსწავლის შეუპოვარი შრომის, არამედ სკოლის საგანმანათლებლო ხარისხისა და პედაგოგების პროფესიონალიზმის დამსახურებაა.
მოსწავლის წარმატება ხაზს უსვამს, რომ სწორი მიდგომებით, მოტივაციითა და მხარდაჭერით, მოსწავლეებს შეუძლიათ მიაღწიონ საერთაშორისო წარმატებას.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წალკის პირველი საჯაროელი ნინი ჯოყილაძის დიდი წარმატება! TOEFL ფინალურ ტურში 900-დან 900 ქულა მოიპოვა“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.