
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისისა და იმერის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლებში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამის ნათელი მაგალითია 11 ივნისს, საბეჭისის საჯარო სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდისა და იმერის საჯარო სკოლის გუნდს შორის გამართული მეგობრული საფეხბურთო მატჩი.
შეხვედრა იყო დაძაბული, ემოციური და კარგად ორგანიზებული.
მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს ჯანსაღ ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მეგობრობის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ კი გაიმარჯვა მეგობრობამ.