ჯოყოლოს საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ - მასპინძელი“ დადგეს
06-08-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.  მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის კი მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს. 

12 ივნისს, კი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ბორჩაშვილის ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ - მასპინძელი“ დადგეს.

სცენის მოწყობაში, ბავშვების ჩაცმულობასა და მუსიკალურ გაფორმებაში ჩართული იყვნენ პედაგოგები - მაია ხოლაგაშვილი, მაია ფილაშვილი, მარინა ქისტაური, თამარ გუმაშვილი.

სპექტაკლი მეტად შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ვაჟა-ფშაველას გმირები სცენაზე გააცოცხლეს. 

ღონისძიების ავტორი მადლობას უხდის ყველას, ვისაც სპექტაკლის წარმატებით წარმართვაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა ყველას ასეთი მშვენიერი და ემოციური დღისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203