„ჩვენი სოფლის გულიდან“- ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვიდეორგოლი სოფლისა და სკოლის ისტორიაში მოგზაურობას გვთავაზობს 
06-08-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიდეორგოლს გვიზიარებს. 

საკუთარი კუთხის სიყვარულითა და შემოქმედებითობით სავსე მოკლე ვიდეო - „ჩვენი სოფლის გულიდან“, სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებელმა ერთობლივად შექმნეს.

ვიდეო მნახველს სოფლისა და სკოლის ისტორიაში მოგზაურობას სთავაზობს. ვიდეოში გაცოცხლებულია სკოლის ყოველდღიურობა, მისი ფასეულობები და განათლებაზე ორიენტირებული, მოტივირებული გარემო, რომელშიც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად და მნიშვნელოვანად გრძნობს. ამავე დროს მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გაიცნოს სოფლის ისტორია, ბუნება, კულტურა. 

„ეს მოკლე ვიდეო შექმნილია ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ. იგი გთავაზობთ პატარა მოგზაურობას ჩვენს სკოლასა და სოფელში. ვიდეოში გაეცნობით ჩვენს სკოლას, მის ფასეულობებსა და გარემოს, სოფლის ისტორიასა და ბუნებას.

რითაც გვსურს სიყვარულის გამოხატვა ადგილობრივი თემის მიმართ. დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ მოსწავლეს და განსაკუთრებით - მარხა გუმაშვილს, რომელმაც დაამუშავა ვიდეო, ასევე, რანია მარგოშვილს და მედეა მარგოშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეპტოექტს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203