
მატნის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან - ანი ხოხობაშვილი, გოდერძი გოდერძიშვილი და ლუკა ტურაშვილი რომელთაც სკოლა წარჩინებით დაასრულეს.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კი საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ოქროსმედალოსანთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, 2024- 2025 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ჩვენს ბრწყინვალე ოქროს მედალოსნებს - ანი ხოხობაშვილს, გოდერძი გოდერძიშვილს და ლუკა ტურაშვილს დაჯილდოვებას.
თქვენი წარმატება არის მაგალითი იმისა, რომ მუდმივი სწავლა, მოთმინება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა - ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
გილოცავთ და წარმატების გზაზე არ შეჩერდეთ - საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.