კუჭატნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ბრწყინვალე წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში 
06-08-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და ბრწყინვალე წარმატებაც მოიპოვეს. 

თელავში „ნიკო კეცხოველის პრემია 2025-ის“ ნახევარფინალი გაიმართა. 16 სკოლის მონაწილეობით გამართული კონკურსის ფინალში 3 სკოლა გავიდა. ფინალისტებს შორისაა კუჭატნის საჯარო სკოლა.

სკოლაში წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ დიდ წარმატებას! ფინალში გასვლა უკვე გამარჯვებაა - და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველის!

მადლობა თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს ამ გზის გავლისთვის. წინ უფრო მეტ წარმატებას ერთად მივაღწევთ!“, - სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203