ახალსოფლის N2 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი და საქართველოს ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად შედგენილი ტურისტული ტურები
06-08-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთეს. სასწავლო პროცესი გაჯარებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, მოსწავლეები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ ჩატარებული ღია, შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელსაც ისტორიის პედაგოგი მარიკა ცუკილაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, თავიანთი ხელით შექმნილი რესურსები. ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, საქართველოს მხარეების სამეურნეო დარგების სპეციფიკაზე, კულტურასა და ისტორიულ წარსულზე. წარმოადგინეს ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნიმუშები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი კერძები. ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად კი დამსწრე საზოგადოება მათივე შედგენილი ტურისტული ტურებით ამოგზაურეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203