„მათმა მონდომებამ და თავდაუზოგავმა შრომამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო“- სულდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
06-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. უმაღლეს სასავლებელში სწავლის გაგრძელებას ექვსი კურსდამთავრებული გეგმავს. 

ექვსივემ წარმატებით ჩააბარა ზოგადი უნარების გამოცდა. კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებას და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ. 

„კურსდამთავებულბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავენ სწავლის გაგრძელებას. ყველა მათგანმა გამოცდა მაღალ ქულებზე ჩააბარა. ვამაყობთ და გვახარებს მათი წარმატება. 

მათმა მონდომებამ და თავდაუზოგავმა შრომამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო, რაც ამტკიცებს, რომ სულდის სკოლა ცოდნით შეიარაღებულ, მიზანდასახულ და წარმატებულ თაობას ზრდის. 

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო მიღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში და საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინში არიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203