სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
07-08-2025

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის  სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის უფლება აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ, სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

აღნიშნული პროგრამა მათ  საშუალებას აძლევთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე, ერთი სასწავლო წელი დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და პარალელურად, ქართულ ენაზე მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები გაიარონ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის საფასურით, ყოველთვიური სტიპენდიით და საცხოვრებლით.

აბიტურიენტთა განაცხადები მიიღება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე:

https://www.facebook.com/photo/?fbid=1053774916945382&set=a.560504056272473&locale=ka_GE

https://soa.gov.ge/archives/8375

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203