
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას.
სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს ერთჯერად ფულად ჯილდოს შემდეგი ოდენობით:
100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 1000 ლარი, 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 800 ლარი და 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 700 ლარი.
გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გასული სასწავლო წლის (ორი სემესტრი) განმავლობაში არჩეულ თითოეულ საგანში მიღებული აქვთ 91 ქულა ან მეტი, მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით.
საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის მგზავრობის ხარჯების დაფინანსება კი მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად, დაუფინანსდებათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისა და საქართველოში დაბრუნების ხარჯები, არაუმეტეს 1000 ლარი ოდენობით. „მგზავრობის ხარჯი დაფინანსდება იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.